კრიმინალი

შსს: მეტადონის და ე.წ. "სირეცის" შეძენა-შენახვისა და შემოტანისთვის სარფში 1 პირი დავაკავეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული თ.ფ. დააკავეს.

უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი "მეტადონი" და 86 გრამამდე ე.წ. "სირეცი" ამოიღეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა"და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები