დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ფოფხაძე ოხანაშვილზე: შიდა პარტიული დემოკრატიის პრინციპების დარღვევით წარადგინეს

კენჭისყრის დროს ვინ როგორ მოიქცევა ეს არის ყველას პირადი საქმე. მე მიმაჩნია, რომ მე ხმა არ უნდა მივცე ანრი ოხანაშვილს და მგონია, რომ ეს არის იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც ლობირებდა მოსამართლეობის კანდიდატების სიას, რომელიც დღეს დაიცავს იმ მოსამართლეთა ინტერესებს იურიდიულ კომიტეტში, რომელთა მიმართაც მე და არამხოლოდ მე, ალბათ, საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს მკვეთრად ნეგატიური პოზიცია. ამიტომ, ჩემთვის არ არის მისაღები ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა. მითუმეტეს, როდესაც მე უმრავლესობის სხდომაზე დავაყენე საკითხი, რომ შიდა დემოკრატიის პრინციპების დაცვით შეგვერჩია კომიტეტის თავმჯდომარე და მიმაჩნდა, რომ ღირებულებების თვალსაზრისით და ამ პროცესის სანდოობის გაზრდის თვალსაზრისით, ყველაზე მისაღები ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა იქნებოდა. ჩემი ეს პოზიცია პარტიის თავმჯდომარემ იმ მომენტისათვის, ასე ვთქვათ, მიიღო და თქვა, კარგით, უმრავლესობაზე იმსჯელეთ და რასაც გადაწყვეტთ, გადაწყვიტეთ, მაგრამ შემდეგ ეს მოცემულობა შეიცვალა. იმ პირობებში დასახელდა ანრი ოხანაშვილი, როდესაც უმრავლესობის მხოლოდ და მხოლოდ 48 წევრი ესწრებოდა სხდომას, დანარჩენები აკრეფილები იყვნენ ადგილიდან, რაც უმრავლესობის წევრების ნახევარზე მეტს ნამდვილად არ წარმოადგენს. 10 ადამიანი მაინც ვიყავით, ვინც ხელი არ ავწიეთ მის სასარგებლოდ. შესაბამისად, მე არა მგონია, რომ პარტიის შიდა დემოკრატიის პრინციპების დარღვევით, იმ ტენდენციებისა და პოზიციების გაუთვალისწინებლობით მიღებულ კანდიდატს უნდა დავუჭირო მე მხარი, რომელიც აი, ამ ბოლო მოვლენების ფონზე, ნამდვილად არ არის ჩემთვის სანდო

ქართული ოცნების დეპუტატი გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის წარდგენაზე საუბრობს

კომენტარები