ფილიპინები

ფილიპინებში მეჩეთზე თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ფილიპინების ზამბოანგას რეგიონში უმეტესად ქრისტიანებით დასახლებულ პროვინციაში მეჩეთზე დავდასხმა მოხდა. თავდამსხმელმა მეჩეთში ხელყუმბარა შეაგდო, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 4 დაშავდა.

თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ 3 დღის წინ მინდანაოს რეგიონში კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმაში შესაძლოა თვითმკვლელი ტერორისტები მონაწილეობდნენ, თუმცა ვინაიდან თავდამსხმელების ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია შეუძლებელია იმის თქმა, ვინ იდგა ტერაქტის უკან.

შეგახსენებთ, რომ კუნძულ მინდანაოზე თავდასხმას, რომლის დროსაც ეკლესიასთან ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქეს სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ეკლესია იმ რეგიონში მდებარეობდა, სადაც გასულ კვირას ჩატარებული რეფერენდუმი უარყვეს. რეფერენდუმი, რომელსაც კუნძულის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მინდანაოსათვის ავტონომიის მინიჭებას ეხებოდა. მინდანაოს მაცხოვრებლების უმეტესობა მუსლიმები არიან. მთავრობა რეგიონში მუსლიმ ამბოხებულებს 1970 წლიდან ებრძვის. რეფერენდუმი დაპირისპირების მშვიდობიან გადაჭრას ემსახურებოდა.

კომენტარები