გირგვლიანის მკვლელობა

მურუსიძე: სანდრო გირგვლიანის მკვლელები ციხეში მე ჩავსვი

სანდრო გირგვლიანი რომ მოკლეს და მკვლელები, რომლებმაც მოკლეს სანდრო გირგვლიანი, ციხეში ჩავსვი მე. მე არ გამომიშვია, გულზე ხელს დავიდებ და გეტყვით, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალი ვისაც ედებოდა ციხეში ჩავსვი მე. გაუნახევრა სასჯელი სააკაშვილმა და გაუშვეს პირობით ვადამდე, რაშიც მე მონაწილეობა საერთოდ არ მიმიღია. ცოტა მიესაჯათ იმიტომ, რომ პროკურატურამ არ მოითხოვა მეტი.  

თქვა მოსამართლემ ლევან მურუსიძემ სასტუმრო რედისონის წინ, სადაც მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდიანრეობდა სასამართლო სისტემაში ცვლილებების მოთხოვნით.

კომენტარები