იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ფოფხაძე: მოსამართლეთა კორპუსი თუ ცალკე პარტიად ჩამოყალიბდება, არ მგონია ნორმალური იყოს

მოსამართლეთა კორპუსი ცდილობს, რომ შემოვიდეს პოლიტიკურ პროცესში. იუსტიციის საბჭომ ეს ნაბიჯები გადადგა, რაც არასწორი იყო. თავისთავად მოსამართლეთა კორპუსი თუ ცალკე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას გადაწყვეტს არა მგონია ეს ნორმალური იყოს ქვეყნისთვის. მე მგონია, რომ იუსტიციის საბჭო, ფაქტობრივად ზღვარზე დგას იმასთან მიმართებაში, რომ თავისი ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ამაზე უნდა იფიქრონ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ. დღეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმართება, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

კომენტარები