მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ჩვენი ისტორიული ფესვები და ჩვენი მომავალიც ევროპულია

ღრმად მწამს, რომ რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივა ნამდვილად ძალიან ნათელი იქნება. თუ რუკას შეხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველო ბუნებრივადაა ბიზნესის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში რეგიონის ცენტრად ქცევის კანდიდატი. ამიტომ ვახორციელებთ დიდ კაპიტალდაბანდებას ინფრასტრუქტურაში. ჩვენ საკუთარ თავს ევროპიდან აზიამდე გადებულ ხიდად მივიჩნევთ. ჩვენი ისტორიული ფესვები ევროპულია და ჩვენი მომავალიც ევროპულია, თუმცა ამავდროულად საქართველო მდებარეობს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე. ამიტომ მივიჩნევთ საკუთარ თავს ხიდად.

მე აქ დიდ სინერგიას ვხედავ. ჩვენ საკუთარ თავს ხიდად მივიჩნევთ, იმ ხიდად, რომელიც ორ უდიდეს ეკონომიკურ პლატფორმას აკავშირებს  ერთმანეთთან. ჩვენ ვართ ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნის კარიბჭე და ახალი ლოგისტიკური მარშრუტებით შევძლებთ იმ ძალიან დიდი ეკონომიკური ღირებულების წარმოჩინებას, რომელიც ამ ქვეყნებში არსებობს.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - Eurasia in a New Global Context გამოსვლისას.

კომენტარები