საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მხოლოდ ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას

ლევან კობიაშვილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, მხოლოდ ერთი კანდიდატი, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას. არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 იანვარს ამოიწურა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა 15 თებერვალს ჩატარდება. ყრილობაში მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა 29 სუბიექტმა. 15 თებერვლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც ამ დრომდე არ მიუმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოსთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ლევან კობიაშვილი კანდიდატად ორგანიზაციის 28 სუბიექტმა წარადგინა; 

  1. ს.კ. დინამო თბილისი
  2. ს.კ. სიონი
  3. ს.კ. მერანი მარტვილი
  4. ს.კ. სამტრედია
  5. ს.კ.ცხინვალი
  6. ს.კ.ვიტ ჯორჯია
  7. ს.კ.ტორპედო ქუთაისი
  8. ს.კ.კოლხეთი 1913
  9. ს.კ.გაგრა
  10. ს.კ.ზუგდიდი
  11. ფ.კ.გორი
  12. ქალთა ფეხბურთის ფედერაცია
  13. მცხეთა-მთიანეთის რფფ
  14. აჭარის ფეხბურთის ფედერაცია
  15. სამეგრელო ზ.სვანეთის რფფ
  16. ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი
  17. სამხრეთ ოსეთის ფფ
  18. სამცხე ჯავახეთის ფფ
  19. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია
  20. გურიის რფფ
  21. რაჭა-ლეჩხუმისა და ქ. სვანეთის რფფ
  22. შიდა ქართლის რფფ
  23. ფუტსალის ასოციაცია
  24. კახეთის რფფ
  25. იმერეთის რფფ
  26. ფეხბურთის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კავშირი
  27. ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება
  28. თბილისის  ფეხბურთის ფედერაცია

ზემოთ ჩამოთვლილ სუბიექტებთან ერთად, ყრილობაზე დარეგისტრირდა ს.კ. ზესტაფონი. საარჩევნო ყრილობაში მონაწილეობას სულ 29 სუბიექტი მიიღებს.

15 თებერვალს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, აღმასრულებელ კომიტეტსაც ოთხი წლის ვადით აირჩევენ.

ფეხბურთის ფედერაციის 29-ე ყრილობა, სასტუმრო ჰუალინგში 12 საათზე დაიწყება.

კომენტარები