უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მეუფე იოანე: უკრაინელების დიდი ნაწილი მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში რჩება

კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ ამჯერად ერთპიროვნულად და ცალმხრივად გადაწყვიტა წლების განმავლობაში განხეთქილებაში მყოფ სასულიერო პირთათვის ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსის მინიჭება. მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის საფუძველში დევს არა ერთპიროვნული, პაპისტური, არამედ კრებითობის პრინციპი, რომელიც ასახულია ჩვენი სარწმუნოების ძირითად დებულებაში - მრწამსში. ამასთან ერთად, აღვნიშნავთ, რომ 2019 წლის 6 იანვრის ტომოსში მითითებული ავტოკეფალიის პირობები, რომელსაც კონსტატინოპოლის საპატრიარქო სთავაზობს უკრაინას, ავტონომიური ეკლესიის პირობებს უფრო ესადაგება. თანაც ტომოსი დუმილით უვლის გვერდს იმ ფაქტს, რომ უკრაინელ მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში რჩება და შესაბამისად, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის ნაწილს წარმოადგენს. ამიტომ გვმართებს სამართლებრივი და იკონომიის პრინციპებით ხელმძღვანელობა, რათა განხეთქილების სულმა არ იხაროს ჩვენ შორის.

რუსთაველი მიტროპოლიტი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ.

კომენტარები