ჩემგან არ იქნება დღეს სწორი პრეზიდენტის შეფასება. ზოგადად შემიძლია აღვნიშნო, რომ მან ისაუბრა სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან სხვადასხვა საკითხზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან თავი წარმოაჩინა ამ პირველი გამოსვლის დროს, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას. მე მოვისმინე ასევე ოპოზიციის შეფასებები და ეს შეფასებები არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ ისინი უნდა გაუფრთხილდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ის განცხადებები, რომელიც ისმოდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გუშინდელი დღის განმავლობაში, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას. ეს არის სამწუხარო, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია მომავალში სხვაგვარად შეხვდება პრეზიდენტის გამოსვლებს
ირაკლი კობახიძე
კობახიძე: ოპოზიციის შეფასებები ძალიან სამწუხაროა, უნდა გაუფრთხილდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს
tbl.ge/3el5
დაკოპირდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის პრესკონფერენციას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ნაწილზე პოზიციის დაფიქსირება არ ისურვა. მათ შორისაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისა და ქართულ ოცნებაში დაპირისპირების საკითხები.
ამავე თემაზე
- კობახიძე: შემაშფოთებელია, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს დანიას ადამიანის უფლებების კუთხით
- კობახიძე: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა
- კობახიძე: ღარიბაშვილმა ბევრი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის
- კობახიძე ელჩებზე: დაკავებული არიან საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით
- კობახიძემ ალბანეთში სამიტის ფარგლებში ვუჩიჩთან, ორბანთან და ფიცოსთან შეხვედრები გამართა




