ცნობილი ადამიანები

კიტ ჰარინგტონი: ჩემი შვილები მშობლების ერთად ყოფნის ისტორიას ნახავენ, ეს დიდებულია

სერიალ Game of Thrones-ში ჯონს სნოუს როლის შემსრულებელმა კიტ ჰარინგტონმა მის ცოლზე როუზ ლესლიზე ისაუბრა.

როუზ ლესლის სერიალში იგრიტის როლს ასრულებს.

"წარმოდგენა არ მაქვს ვაპირებთ თუ არა, მაგრამ ვთქვათ რომ მე და როუზს შვილები გვყავს. მათ ექნებათ საშუალება ნახოთ მშობლების ერთად ყოფნის ამბავი, რაც დიდებულია. მადლობა ვუხდი შოუს ყველაფრისთვის, მაგრამ პირველ რიგში მადლობას ვუხდი როუზის გაცნობისთვის", - თქვა კიტ ჰარინგტონმა.

კიტ ჰარინგტონმა და როუზ ლესლიმ ერთმანეთი სერიალის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. ისინი 2017 წლის სექტემბერში დაინიშნენ.

კომენტარები