ბანგლადეშში არჩევნების დღეს 9 ადამიანი მოკლეს, გამარჯვებული კვლავ შეიხ ჰასინა გახდა

შეიხ ჰასინა
Getty Images

ბანგლადეშში გამართული არჩევნების შედეგების მიხედვით პრემიერმინისტრი მესამე ვადით კვლავ შეიხ ჰასინა გახდება. ოპოზიცია და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში 15 ადამიანი მოკლეს, მათგან 9 უშუალოდ არჩევნების დღეს. არჩევნების დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული იყო სამხედრო ძალები.

არჩევნებზე დაბალია აქტივობა დაფიქსირდა, რაც ნაწილობრივ ყველაზე დიდი ოპოზიციური ჯგუფის მიერ გამოცხადებულმა ბოიკოტმა გამოიწვია.

71 წლის შეიხ ჰასინა ქვეყანას 2009 წლიდან მართავს. მას ავტორიტარულ მმართველობაში და მედიისა და ოპოზიციის შევიწროებაში ადანაშაულებენ.

კომენტარები