ირაკლი კობახიძე

კობახიძე: უზენაესი სასამართლოს ფორმირების პროცესი სასწრაფოდ საჭიროებს ბოლომდე მიყვანას

ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა.

კობახიძის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია იყო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.

"დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს კანონშემოქმედება თუ სხვა მიმართულება, სადაც აუცილებელია თანამშრომლობა.

ჩვენი საუბარი შეეხო იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს ფორმირებასთან. როგორც მოგეხსენებათ, ეს პროცესი სასწრაფოდ საჭიროებს ბოლომდე მიყვანას. 10 მოსამართლეა წარმოდგენილი 28-ის ნაცვლად, რაც, ბუნებრივია, პრობლემებს ქმნის საქმეთა დროული განხილვისა და გადაწყვეტის კუთხით. ასევე საუბარი გვქონდა პროცედურასა და კრიტერიუმებზე. ვიდრე განახლდება პროცესი, საჭიროა პროცედურის და კრიტერიუმების გაწერა. ჯერ გაიწერება პროცედურა, კრიტერიუმები და ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება განახლებული სია. ჩვენთვის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ერთ-ერთი ფუნდამენტური მიღწევა არის 2012 წლის შემდეგ.", - თქვა პარლამენტის თავჯდომარემ შეხვედრის დასრულებისას.

კომენტარები