იტალია

იტალიური მედია: 25 წლის ქართველი ვეფხვების გალიაში შიშველი გადაძვრა

იტალიაში, ქალაქ რეჯიო კალაბრიაში, ცირკის Lidia Togni-ს გაშლილ კარვებთან მოწყობილ ვეფხვების ვოლიერის კედელზე საქართველოს მოქალაქე გადაძვრა და ვეფხვმა დაგლიჯა. 

იტალიური მედიის ინფორმაციით, 25 წლის კაცი ცირკში უკანონოდ შევიდა და სრულიად შიშველი გადაძვრა ვეფხვის გალიაში. 

ცირკის თანამშრომლები საქმეში დროულად ჩაერთვნენ და კაცის გადარჩენა შეძლეს, თუმცა მან მძიმე დაზიანებები მიიღო. მას ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარეს.

მედიის ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 

კომენტარები