სოფელ გაჩიანში ერთმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა. ბრალდებულის დასაკავებლად მისულ სამართალდამცველებს ადგილზე შეკრებილები დაუპირისპირდნენ. შედეგად, შსს-ს ცნობით, პოლიციამ ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული ზ.ტ, ხოლო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე - 1991 წელს დაბადებული ე.კ და 1995 წელს დაბადებული ა.მ. დააკავა.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ გუშინ, სოფელ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთდაპირისპირებისას, ზ.ტ.-მ ნაგანის სისტემის პისტოლეტიდან 3 პირი დაჭრა.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა ზ.ტ. განაიარაღეს და დაპირისპირებულთა გაშველება დაიწყეს, რა დროსაც, შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარის შედეგად, სამართალდამცველებმა 1 პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, 2 მოქალაქე კი ჯგუფის მიერ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით" - აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.





