ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-ში არასრულწლოვნებს კითხავენ

პირველი არხი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-ში არასრულწლოვნებს კითხავენ. ისინი უწყებაში თვითმხილველი მოწმის სტატუსით არიან დაბარებული. 

არასრულწლოვნები უწყებაში მშობლებთან და ადვოკატებთან ერთად მივიდნენ.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, "ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გრძელდება გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძებო მოქმდებები, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვა."

შეგახსენებთ, რომ გუშინ შს მინისტრი საკნონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა და ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვებს პასუხობდა, მათ შორის კითხვებს ხორავას საქმის შესახებაც. სხდომას ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც ესწრებოდა. 

კომენტარები