დავით ოქიტაშვილი

ყიფშიძე: ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს და დაწყნარდეს, ნინო ანანიაშვილი რა შუაშია?

რა სისულელეა, რატომ უნდა გათავისუფლდეს ნინო ანანიაშვილი, ამიხსენით? მისი მეუღლე რა განცხადებებსაც აკეთებს, ნინო რა შუაშია? თუ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებია, მაშინ თვითონ გრიგოლ ვაშაძე უნდა დაიჭირონ. ყველაფერს ნუ ავურ-დავურევთ საქართველოში ერთმანეთში. ნინო ანანიაშვილი ამხელა პროფესიონალია, თავის საქმეს აკეთებს და მას რატომ უნდა შევეხოთ, რა უაზრობაა? ნინო ანანიაშვილისგან რაღა გვინდა, რა არის ეს, რა უბედურებაა? დავით ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს, დამშვიდდეს და დაწყნარდეს. არ შეიძლება სულ ჩხუბი და დავიდარაბა გვქონდეს. ახლა ნინოსაც მივწვდით, რა შუაშია ეს ქალბატონი? დავაცადოთ ერთმანეთს არსებობა და მუშაობა და ყველას გთხოვთ, დაანებეთ რა თავი ნინო ანანიაშვილს

მსახიობი ზურა ყიფშიძე კვირის პალიტრასთან საუბარში, კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის მოთხოვნაზე, რომ ნინო ანანიაშვილი ან გაემიჯნოს ქმრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს, ან გადადგეს ოპერისა და ბალეტის ხელმძღვანელის პოსტიდან.

კომენტარები