გახარია პარლამენტში

სად არის ჩემი შვილის მკვლელი? - პარლამენტში გახარიას მოხსენებას სარალიძეც დაესწრება

ნეტგაზეთი

პარლამენტში გიორგი გახარიას მოხსენებას ზაზა სარალიძეც დაესწრება.

"ყოველდღე მე შს სამინისტროსგან და პროკურატურისგან სიახლეებს იქიდან გამომდინარე, რომ არაფერია გაკეთებული ბოლო სამი თვის განმავლობაში. ამის გამო ვარ ჩამოსული პირადად დავესწრო და მოვუსმინო მინისტრისა და დეპუტატების პასუხებს.

შს სამინისტროში მიმეორებენ ერთი და იმავეს, რომ მზად არიან დამნაშავეების დასაკავებლად, მაგრამ პროკურატურა ფაქტია იკავებს თავს. სად არის ჩემი შვილის მკვლელი?- ეს არის ჩემი უდიდესი და მთავარი კითხვა, სამწუხაროდ არ მგონია ეს კითხვა დამასმევინონ", - თქვა ზაზა სარალიძემ

შს მინისტრი პარლამენტში სამინისტროს მუშაობას შეაჯამებს და კომპეტენციის ფარგლებში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. 

გიორგი გახარია პარლამენტში ახალი რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად მიდის, რომლის მიხედვითაც, მინისტრთა კაბინეტის წევრი, მოსმენის მოთხოვნით საკნონმდებლო ორგანოს საკუთარი ინიციატივით მიმართავს და პარლამენტი მას მოთხოვნისთანავე უსმენს. 

რამდენიმე დღის წინ, 16 დეკემბერს კახეთში მომხდარი ინციდენტის გამო, გახარია ევროპულმა საქართველომ პარლამენტში დაიბარა. 

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პარლამენტის ძველი რეგლამენტი შეცვალა, მთავრობის წევრს მოეხსნა პარლამენტის წინაშე წარდგენის ვალდებულება მაშინ, როდესაც მას დეპუტატები დაიბარებენ. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, გახარიას შესთავაზა, პარლამენტის ახალი რეგლამენტით ესარგებლა. 

ცნობილია, რომ პარლამენტში გახარიას მოსმენის შემდეგ დეპუტატების გამოსვლები დაიწყება. 

კომენტარები