გახარია პარლამენტში

შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში მოუსმენენ. 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზე იწყება.

შს მინისტრი პარლამენტში სამინისტროს მუშაობის წარდგენას გეგმავს და კომპეტენციის ფარგლებში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. 

გიორგი გახარია პარლამენტში ახალი რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად მიდის, რომლის მიხედვითაც, მინისტრთა კაბინეტის წევრი, მოსმენის მოთხოვნით საკნონმდებლო ორგანოს საკუთარი ინიციატივით მიმართავს და პარლამენტი მას მოთხოვნისთანავე უსმენს. 

რამდენიმე დღის წინ, 16 დეკემბერს კახეთში მომხდარი ინციდენტის გამო, გახარია ევროპულმა საქართველომ პარლამენტში დაიბარა. 

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პარლამენტის ძველი რეგლამენტი შეცვალა, მთავრობის წევრს მოეხსნა პარლამენტის წინაშე წარდგენის ვალდებულება მაშინ, როდესაც მას დეპუტატები დაიბარებენ. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, გახარიას შესთავაზა, პარლამენტის ახალი რეგლამენტით ესარგებლა. 

ცნობილია, რომ პარლამენტში გახარიას მოსმენის შემდეგ დეპუტატების გამოსვლები დაიწყება. 

კომენტარები