წლის ადამიანი

The Financial Times-მა წლის ადამიანად ჯორჯ სოროსი დაასახელა

Bloomberg

ბრიტანულმა გამოცემა, The Financial Times-მა, წლის ადამიანად 88 წლის მილიარდერი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსი დაასახელა. 

გამოცემა განმარტავს, რომ სოროსმა ეს ჯილდო არა მხოლოდ საკუთარი მიღწევების გამო მიიღო, არამედ იმ ღირებულებების გამოც, რომელსაც ის იცავს: 

"ეს ჯილდო გადაეცა ლიბერალური დემოკრატიისა და ღია საზოგადოებების დაცვისთვის". 

ჯორჯ სოროსის ფონდი "ღია საზოგადოება" მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც, არაერთ პროექტს აფინანსებს. 

კომენტარები