აქცია რუსთაველზე

"ძალა ერთობაშიას" აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთავი 2

"ძალა ერთობაშიას" აქციის მონაწილეებმა რუსთაველი გადაკეტეს. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ადამიანები აქციის დაწყებას ელოდებიან. 

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. ენმ-ის წევრებმა თქვეს, რომ საკუთარ გეგმებზე ისინი სწორედ ამ აქციაზე ისაუბრებენ. 

თბილისში აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები თელავში სამართალდამცველებმა არ შეუშვეს - ისინი აქციის გამართვას სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გეგმავდნენ. 

ასევე, რუსთაველზე აქციის გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ-ჩართვაში. მან მხარდამჭერებს აქ შეკრებისკენ მოუწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, "არჩევნები მოიპარეს, ივანიშვილმა კი ძალაუფლება უნდა დათმოს". 

კომენტარები