სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

ენძელა მაჭავარიანი: ძალიან კარგი ინაუგურაცია ჩატარდა

კარგი ინაუგურაცია ჩატარდა. სიმართლე რომ გითხრათ, მე არ ველოდებოდი, იმიტომ რომ პირველად იყო ისე, რომ დედაქალაქიდან გასული იყო ეს ცერემონიალი და ძალიან მოუხდა თელავს და ძალიან კარგად ჩატარდა. ოპოზიციასაც ჰქონდა გამოხატვის უფლება, უბრალოდ მათ არ მოინდომეს და შექმნეს სურათი, რომ ვითომ ვერ გამოხატეს თავისი ნება.

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ენძელა მაჭავარიანი პრეზიდენტის ინაუგურაციასა და თელავამდე გზის გადაკეტვას ეხმაურება.

კომენტარები