სტრასბურგი

ფრანგულმა პოლიციამ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლა

REUTERS

დღეს საფრანგეთის პოლიციის მიერ სტრასბურგში ჩატარებული ოპორაციის შედეგად, სტრასბურგის საშოაო ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლეს.

ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა. მისი თქმით, დღეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე ნაციონალური პოლიციის სამმა თანამშრომელმა ქუჩაში საეჭვო ადამიანი შენიშნა და შეაჩერა. თუმცა მამაკაცი მათკენ მიტრიალდა და ცეცხლი გაუხსნა. მინისტრი ამბობს, რომ პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და თავდამსხმელი "გააუვნებელყო".

ბრალდებული, 29 წლის შერიფ შექათი თავდასხმის დღიდან მიმალვაში იმყოფებოდა. 

გამოძიების ინფორმაციით, ის საფრანგეთსა და გერმანიაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა დანაშაულში იყო ბრალდებული და ციხეში რადიკალი ისლამისტი გახდა.

ფრანგულმა პოლიციამ შექათის ფოტო 13 დეკემბრს გამოაქვეყნა და მისი ადგილსამყოფელის დასადგენად მოსახლეობას დახმარება სთხოვა. როგორც სამართალდამცავები აღნიშნავდნენ, ეჭვმიტანილი ძალიან სახიფათო და სასტიკია. ისინი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ. 

სტრასბურგში შეიარაღებული თავდასხმა 11 დეკემბერს, საშობაო ბაზრობასთან ახლოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით და დანით შეიარაღებული 29 წლის მამაკაცი სროლის შემდეგ გაიქცა. ბრადებულმა 4 ადამიანი მოკლა, ხოლო 12 - დაჭრა. 

პარიზის პროკურორის თქმით, თავდამსხმელი ცეცხლის გახსნამდე "ალაჰ აკბარ"-ს ყვიროდა. 

კომენტარები