სტრასბურგი

სროლა სტრასბურგის საშობაო ბაზრობასთან - 1 ადამიანი დაიღუპა, 10 დაიჭრა

Shutterstock

სტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სროლისას, 1 ადამიანი მოკლეს, ხოლო 10 - დაჭრეს. ერთერთი დაშავებული - ტურისტია. დაუდასტურებული ცნობებით, შეიარაღებულმა პირმა კიდევ სამი ადამიანი დაჭრა.

პოლიციას გადაკეტილი აქვს ტერიტორია. საფრანგეთის შს მინისტრი მოუწოდებს ხალხს, შენობები არ დატოვონ, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისაგან და დაელოდონ შსს-ს შემდგომ ინსტრუქციებს.

BBC-ის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, იდენტიფიცირებულია და მას ეძებენ.

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა პირს რომელსაც ესაჭიროება დახმარება შეუძლია, დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460 

კომენტარები