პრეზიდენტის ინაუგურაცია

კახიშვილი: ყველას სურვილია, რაც შეიძლება პატარა ბიუჯეტი დაჯდეს პრეზიდენტის ინაუგურაცია

ძალაშია სამი ლოკაცია, ეს არის თბილისი, თელავი და წინანდალი. ფიცის დადების ცერემონია იქნება ზუსტად თელავში, ეს რაც არ შეიცვლება და რაც შემიძლია, გითხრათ, რომ ნამდვილად არ შეიცვლება. ასევე განიხილება წინანდალის საკითხიც, საზეიმო მიღების კუთხით.

ბიუჯეტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, სანამ არ გვეცოდინება სტუმრების რაოდენობა, იმ ადამიანების, ვინც ჩამობრძანდება და დაესწრება ღონისძიებას, ნამდვილად ვერ გეტყვით ბიუჯეტს კონკრეტულად. ყველას სურვილი არის, რომ რაც შეიძლება პატარა ბიუჯეტი უნდა დაჯდეს ეს ღონისძიება

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისიის სხდომის შემდეგ.

კომენტარები