ევროკავშირი

ევროკავშირი Facebook-ს, Twitter-ს და Google-ს ცრუ ინფორმაციაზე ყოველთვიურ ანგარიშს მოსთხოვს

NY magazine

ევროკომისია გეგმავს სოციალური მედიის კომპანიებს, მათ შორის Facebook-ს, Twitter-ს და Google-ს მათ პლატფორმებზე გავრცელებული ყალბი ინფორმაციის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა მოსთხოვოს.

ანგარიშის მთავარი მიზანი იქნება გამოავლინოს მაისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნების წინ რუსული დეზინფორმაციის კამპანიები.

ანგარიშის მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან დეზინფორმაციასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. ანგარიში მოიცავს პოლიტიკურ რეკლამებს და ყალბ ანგარიშებს, რომელსაც კომპანიები საკუთარ პლატფორმებზე გამოავლენენ.

კომპანიებს ანგარიშის ჩაბარება იანვრიდან მაისამდე მოუწევთ. ინფორმაციას ევროკომისია დაამუშავებს და გაავრცელებს.

კომენტარები