2008 წლიდან მოყოლებული, რუსეთი კვლავ აგრესიულად ახდენს ჩვენი ქვეყნის მეხუთედის ოკუპაციას. ჩვენ კვლავ გვჭირდება დასავლეთის ურყევი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის დიპლომატიის გზით აღსადგენად. როდესაც 1970 წელს დიპლომატი გავხდი, ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ცივი ომი. მე ვხედავ, რომ დღესაც იგივე ბრძოლა გრძელდება. რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და განხეთქილებას თესავს. როგორც ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ევროპული ფესვებით, მე გავაგრძელებ დასავლური ღირებულებების დაცვას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან დესტაბილიზაციისაკენ მიმართული გავლენებისაგან. მე გავაგრძელებ ბრძოლას დემოკრატიისათვის, რათა ამ ქვეყანას ტოტალიტარული წარსულის ნარჩენები მოვაშორო. მე დავიცავ ჩემს ქვეყანას და მის ლიბერალურ ღირებულებებს. როდესაც პოსტს დავიკავებ 17 დეკემბერს, ჩემი მიზანი იქნება პარტიულ პოლიტიკაზე ზემოთ ქართველი ხალხი წარმოვადგინო, რასაც ჩვენი ახალი კონსტიტუცია მოითხოვს პრეზიდენტისაგან.
სალომე ზურაბიშვილი
ზურაბიშვილი: ვიბრძოლებ დემოკრატიისათვის, ტოტალიტარული წარსულის ნარჩენების მოსაშორებლად
tbl.ge/3bs6
დაკოპირდა

წერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Financial Times-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




