არჩევნები 2018

ვაშაძე: მადლობა მარგველაშვილს, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, დაგველაპარაკოს

დიდი მადლობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, დაელაპარაკოს ოპოზიციას, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენ მივაღწიეთ არნახულ შედეგს, 800 000-ზე მეტი ხმა ავიღეთ

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის. ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისგან სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. სწორედ მათი მოთხოვნების შესახებ მოლაპარაკებისკენ მოუწოდა გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლებას.

კომენტარები