ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი

CEU ბუდაპეშტს ტოვებს - უნგრეთის მთავრობასთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა

Reuters

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი CEU უკვე ოფიციალურად აღიარებს, რომ იძულებულია, უნგრეთი დატოვოს. მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადა გასული შაბათ-კვირა იყო. შეთანხმება ვერ მოხერხდა. 

"ჩვენ ამიერიდან აღარ ვოპერირებთ, როგორც თავისუფალი ინსტიტუტი ქალაქსა და ქვეყანაში, რომელსაც სამშობლოს ვუწოდებთ", - თქვა CEU-ს პრეზიდენტმა, მაიკლ იგნატეფმა

მისივე თქმით, ეს "აკადემიური თავისუფლების ტრაგიკული და სერიოზული ხელყოფაა ევროპის შუაგულში". 

თუმცა, უნგრეთის მთავრობა უარყოფს მათ მიმართ არსებულ პრეტენზიებს, რომ ეს აკადემიური თავისუფლების საკითხია - მთავრობის განცხადებით, უნივერსიტეტმა უმაღლესი განათლების სტანდარტები. 

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში ჯორჯ სოროსმა დააარსა. 

მის დახურვაზე უნგრეთის მთავრობამ საუბარი დაახლოებით 2 წლის დაიწყო. მიზეზი სწორედ ულტრა-მემარჯვენე პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ხჯორჯ სოროსისადმი დამოკიდებულება გახდა. 

ორბანის და მისი ნაციონალისტური მთავრობის განცხადებით, ჯორჯ სოროსი გლობალისტია, რომელიც მასობრივ იმიგრაციას მხარს უჭერს და ქვეყნის კულტურას და იდენტობას ძირს უთხრის. .

თუმცა, ოფიციალური ვერსიით, "უნგრეთში რამდენიმე უნივერსიტეტი "უკანონოდ" ფუნქციონირებდა და ხელისუფლებამ რამდენიმე უცხოურ უნივერსიტეტში "დარღვევები" გამოავლინა". 

უნივერსიტეტი ვენაში გადაინაცვლებს და ფუნქციონირებას იქ გააგრძელებს. 

კომენტარები