არჩევნები 2018

სტრონსკი: სააკაშვილი ქართული ოცნების თამაშს თამაშობს, როცა რთავს თავს ქართულ პოლიტიკაში

ისინი წარმატებით შეეცადნენ სააკაშვილის საწინააღმდეგო რიტორიკა გამოეყენებინათ, 2012, 2016 წლებში და დღესაც. სააკაშვილი მათ თამაშს თამაშობს, როდესაც გამუდმებით რთავს საკუთარ თავს ქართულ პოლიტიკურ სცენაზე. ეს არც ნაციონალურ მოძრაობას არ ეხმარება, და არც ოპოზიციის გაერთიანებას. თუმცა ქართული ოცნება დღეს საქართველოში ხელისუფლების სადავეებთან არის, და საკუთარ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით უნდა აწარმოებდეს კამპანიას და არა სულ წარსულისკენ ყურებით. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პოლარიზებას დააღწიოს თავი, ამის გარეშე წინ ვერ წავა.... პარტიებმა ხედვა უნდა დასახონ, რომელიც არა დაშინების ტაქტიკაზე არამედ, მომავლის ხედვაზე იქნება დაფუძნებული. სანამ სააკაშვილი რჩება წინააღმდეგობრივ ფიგურად, და აგრძელებს მცდელობას ქართულ პოლიტიკაში როლი ჰქონდეს, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილი სახელმწიფო მოღვაწის ამპლუა მოირგოს, ქართული ოცნება გააგრძელებს ამ პარტიის თამაშს.

ოპოზიცია ვფიქრობ, უფრო წარმატებული იქნება, თუ პოლიტიკის ან პროგრამის გარშემო გაერთიანდება და შეეცდება ქართული ოცნების პოლიტიკურ დებატებში ჩართავს. ქართულმა ოცნებამ ბევრი დაპირება გასცა ბოლო ექვსი წლის მანძილზე, რომლის ნაწილიც არ შეუსრულებია. ისინი შემდეგი არჩევნებისთვის უკვე 8 წელი იქნებიან ხელისუფლებაში და დაშინების ტაქტიკის ნაცვლად, უნდა ქონდეთ მიღწევები, რასაც მათი კამპანია დაეყრდნობა.

კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი, პოლ სტრონსკი, "ამერიკის ხმის"-თვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოში არჩევნების შესახებ საუბრობს.

კომენტარები