ხორავას ქუჩის საქმე

სასამართლომ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელზე დავა შეწყვიტა

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელზე დავა შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად მოსამართლემ ის ფაქტი დაასახელა, რომ რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმის უფლება უკვე რეალიზებულია.

შეგახსენებთ, რომ კარვები რამდენიმე კვირის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის შედეგად დაიდგა, რასაც წინ პოლიციასთან დაპირისპირება უსწრებდა. იქამდე, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს კარავს და საწვიმარს არ ადგმევინებდნენ.

კომენტარები