NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
შეტაკებები პარიზში

პარიზში დემოსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა

შაბათი, 1 დეკემბერი, 2018 - 18:16
პარიზში პოლიციამ "ყვითელი ჟილეტის" დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა
tbl.ge/3b70
დაკოპირდა

დღეს, პარიზში, პოლიცია და "ყვითელი ჟილეტის" დემონსტრანტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. რამდენიმე დემონსტრანტმა სამართალდამცავებს ყვითელი საღებავი შეასხა. პროტესტების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბანკი, კაფე და მაღაზია. დაპატიმრებულია, სულ მცირე, 39 ადამიანი.

ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანი საწვავის ფასებს, მაკრონის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას და ცხოვრების ფასებს აპროტესტებს. 

მაკრონმა რამდენიმე დღის წინ შემრიგებლური განცხადება გააკეთა, თუმცა ის ის ამბობს, რომ საწვავის გადასახადს არ შეამცირებს, რადგან გლობალურ დათბობასთან ბრძოლა საფრანგეთის მომავლის ენერგეტიკული სტრატეგიის საკვანძო ასპექტია.

ამ გამოსვლამ ვერ შეაცვლევინა პროტესტის მონაწილეები ის აღქმა, რომ მაკრონი აცდენილია რიგითი ადამიანების მოთხოვნებს. 

BBC-ს კორესპონდენტი ჰიუ სკოფილდის თქმით, ატმოსფერო საკმაოდ დაძაბული იყო, ბევრ ადამიანი იყო ისეთი ვისაც დემონსტრაციის მშვიდობიანი დაშლა სურდა, თუმცა ასევე ბევრი მათგანი მზად იყო კონფრონტაციისთვის.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ქრისტოფ კასტანებიმ, რომელიც დემონსტრაციაზე იმყოფებოდა, თვითერზე დაწერა, რომ იყო 200 მშვიდობიანი დემონსტრანტი და 1500 აგიტატორი უსაფრთხოების პერიმეტრს გარეთ, რომლებიც საჩხუბრად მოდიოდნენ. 

"ყვითელი ჟილეტის" მარშები ნოემბრის დასაწყისში დაიწყო და თავდაპირველად საწვავის ფასების შესახებ იყო. 

დემონსტრანტებს აცვიათ ყვითელი ჟილეტი, რომლის ტარება ყველა ტრანსპორტში სავალდებულოა საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად.

სოციალური მედიის მეშვეობით მოძრაობა გადაიზარდა ბრაზში მაღალი გადასახადების, ცხოვრების ფასების და პრეზიდენტ მაკრონის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. დემონსტრაციას მხარს უჭერენ რადიკალი მემარცხენეები და რადიკალი მემარჯვენეები. 

მაკრონმა მოძრაობის წარმართვაში პოლიტიკური ოპონენტები დაადანაშაულა, რომლებსაც მისი რეფორმის პროგრამის დაბლოკა უნდათ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ დემონსტრანტებზე გავლენას ახდენს ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი. 

ვინაიდან მოძრაობა სოციალური მედიის დახმარებით გაჩნდა, მას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები და არ აქვს ჩამოყალიბებული მოთხოვნები. თუმცა მას აქვს ფეისბუქ კოორდინაცია და საზოგადოების მხარდაჭერა. პირველ დემონსტრაციაში, 17 ნოემბერს, 300 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ემანუელ მაკრონიყვითელი ჟილეტის მოძრაობაპარიზიშეტაკებები პარიზში

კომენტარები

ბოლო სიახლეები

SpaceX-ის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 10:04

SpaceX-ის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდზე 50 რუსულ სამხედრო მანქანას დაარტყა
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 09:10

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდზე 50 რუსულ სამხედრო მანქანას დაარტყა

ბროვდის თქმით, "ახლო მომავალში" უკრაინა ოკუპირებულ ყირიმს რუსეთისგან იზოლაციაში მოაქცევს
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 08:27

ბროვდის თქმით, "ახლო მომავალში" უკრაინა ოკუპირებულ ყირიმს რუსეთისგან იზოლაციაში მოაქცევს

ტრამპი: ირანთან მიღწეულ შეთანხმებას, შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას მოეწეროს ხელი
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 00:37

ტრამპი: ირანთან მიღწეულ შეთანხმებას, შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას მოეწეროს ხელი

სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 23:33

სენაკში შვილმა მამა დაჭრა

ყველაზე კითხვადი

ჯაფარიძე: ვეუბნებოდი მოსახლეობას - აიღეთ მაინერები, ნუ შვებით ამ მაინერებს
1ჯაფარიძე: ვეუბნებოდი მოსახლეობას - აიღეთ მაინერები, ნუ შვებით ამ მაინერებს
2ლავროვი: ОДКБ-ში 2-წლიანი დავალიანების გამო სომხეთის მიმართ შემზღუდავ ზომებს განვიხილავთ
3აშშ-მ ირანის მიერ ჩამოგდებული ვერტმფრენის პილოტების გადასარჩენად საზღვაო დრონი გამოიყენა
4გერმანია და საფრანგეთი ევროპული ავიაგამანადგურებლის პროექტს აჩერებენ
5ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა

ბოლო ვიდეო

ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 17:14ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში