ხელისუფლების მხარდამჭერმა მოძრაობამ „გაბრაზებული ბათუმელები“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ სახელი შეიცვალა და „გახარებული ბათუმელები“ დაირქვა.
მოძრაობამ ოფისის ბანერიც შეცვალა და მასზე ახალი სახელწოდება დააწერა.
"აღარ ვართ გაბრაზებულები. არჩევნების შემდეგ სახელწოდება შეცვალეთ. გავაგრძელებთ მუშაობას, ბათუმელთა დარბაზის სახელით ვაგრძელებთ ფუქნციონირებას და ვიქნებით ხელისუფლების კონსტრუქციული ოპონენტი", - უთხრა ტელეკომპანია იმედს მოძრაობის წარმომადგენელმა ოთარ მიქელაძემ.
როგორც გაბრაზებული (გახარებული) ბათუმელების Facebook გვერდზე წერია, ეს არის „სამოქალაქო აპოლიტიკური გაერთიანება, რომლის მიზანია არ დაუშვას ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისი დაბრუნება“. ეს მოძრაობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შეიქმნა.





