როგორც გამოჩნდა, გაერთიანებული ოპოზიცია, ისევე როგორც 2016 მოდელის ნაციონალური მოძრაობა, სააკაშვილის სიტყვას კანონად არ თვლის და მნიშვნელოვან საკითხში მისგან დისტანცირდება. ოღონდ ამ შემთხვევაში არა მგონია მოხდეს რიგითი აქტივისტების ჯანყი ხალხს მოწყვეტილი ელიტის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ის მიშას არ უჯერებს.
ამით, სხვათა შორის, ირღვევა "ოცნების" სეფე-მითიც, რომელზეც მან კამპანია ააგო, რომ ვაშაძე, ოპოზიცია და მიშა ერთი და იგივეა. ამ არჩევნებს რაღა ეშველება, მაგრამ მომავალი არჩევნებისთვის ეს შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.





