არჩევნები 2018

"ამას მერე გეტყვით" - ზურაბიშვილი კითხვაზე, პირველ რიგში, რას გააკეთებს ამომრჩევლისთვის

სალომე ზურაბიშვილი

"ამას მერე გეტყვით" - ასე პასუხობს სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების კითხვას, პირველ რიგში, რას გააკეთებს ქართველი ამომრჩევლისთვის. ის საკუთარ საარჩევნო შტაბში მივიდა, სადაც მილოცვებს იღებს.

"რა ინაუგურაციის სამზადისი, ამის დრო იქნება ხვალ" - აღნიშნა ქართული ოცნების მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩია. ამ დროისთვის, დათვლილია ხმების 98.76%. 

ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს მხარს ამომრჩევლის 59.61% უჭერს, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს - 40.39%.

კომენტარები