ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე დაუმორჩილებლობის შესახებ თქვა, რომ ეს ერთი ადამიანის პირადი აზრია.
"მე ჩემი მეუღლის, ჩემი ქალიშვილის და ამ ადამიანების თანაგუნდელი ვარ უპირველესყოვლისა. ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა, არ გაცხადებულა ამ ტრიბუნასა და ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად.
ვიმეორებ, ეს რჩება ერთი ადამიანის პირად აზრად. მე რომ ვიზიარებდე, ეს იქნებოდა ამ შტაბისა და გაერთიანებული ოპოზიციის აზრი", - თქვა ვაშაძემ.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ დღეს, მას შემდეგ მოუწოდა, რაც ცნობილი გახდა ეგზიტპოლის შედეგები.





