მე მიმაჩნია, რომ ამის [დესტაბილიზაციის] რესურსი მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ მხარდაჭერა არ ნიშნავს მის გიჟურ გეგმებზე აყოლას. მხარდაჭერა ნიშნავს დაფიქსირებას საკუთარი აზრის. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, მათ შორის ამ აზრის გამოხატვას საარჩევნო უბანთან და მათ პოზიციას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები ჩაერთვებიან იმ რაღაცა ქაოსის სქემაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ ლიდერს აქვს განზრახული.
აქედან გამოდინარე, ხმების მიღების რესურსი შეიძლება ვინმეს ჰქონდეს, თუმცა იგივე რესურსი არეულობის მოწყობის მათ არ გააჩნიათ. ვინც განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის ამ პროვოკაციას აჰყვებიან და წამოეგებიან





