გუნდმაც გააკეთა რეაქცია, პირველ ეტაპზე, რაც მოახერხა მოკლე დროში, ესეც მისასალმებელია, მეც პირადად გავაკეთე რეაქცია და ალბათ, საზოგადოება ამაზეც გააკეთებს თავის რეაქციას, მეც გავაკეთე დასკვნები, თუმცა, კიდევ ვიმეორებ მე, უფრო ადრე ვიგრძენი, უფრო ადრე დავიწყე მე დასკვნების გაკეთება.
მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ესეთი გრძნობადობისთვის, ესეთი შეგრძნებისთვის, ესეთი რეაქციისთვის, დანარჩენი ალბათ ჩემზეა, მეც რაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმუმს შევეცდები და გაჩვენებთ, რომ თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ





