ქართული ოცნების ოფისთან მონიტორი დადგეს. ადგილზე ხმისა და განათების სისტემებსაც ამონტაჟებენ.
"ჩვენ ყოველთვის, როდესაც გვაქვს მოლოდინი გამარჯვების, მსგავსი ფაქტებისგან ნამდვილად არ ვიკავებთ თავს, როდესაც ველოდებით გამარჯვებას, როდესაც ძალიან მაღალი აქტივობაა და ეს მხოლოდ იმაზე მოგვანიშნებს, რომ ბოროტებას უარს ეტყვის საქართველო, ბოროტებას უარს ეტყვის ჩვენი ამომრჩეველი და მოსახლეობა, მაშინ ჩვენ ადეკვატურად ვიმოქმედებთ, მათ შორის, 20:00-ის შემდეგ" - თქვა ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.





