NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
გიორგი მარგველაშვილი

The New York Times-ის "სახე(ლ)ების" პრიზი პრეზიდენტს, პირველ ლედის და პატრიარქს - ფოტოები

სამშაბათი, 27 ნოემბერი, 2018 - 16:32
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
tbl.ge/3aoo
დაკოპირდა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

თბილისში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამზადებული და პირველი ლედის მიერ მოხატული ნარდი 5700 დოლარად გაიყიდა.

ცნობილი ადამიანების წარდგენილი ნივთების ტრადიციული საქველმოქმედო აუქციონიდან შემოსული თანხით უმწეო მოხუცთა და უპატრონო ბავშვთა ინტეგრირებული სახლის მშენებლობა იგეგმება.

აუქციონი, სადაც სულ 50-მდე ლოტი იყო წარმოდგენილი, The New York Times-ის ლიცენზიანტი გამომცემლობის "სახე(ლ)ების" მიერ ორგანიზებულ საუკუნისა და წლის სახე(ლ)ების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გაიმართა.

ცერემონიაზე The New York Times Turning Points-მა საქართველოს პრეზიდენტსა და კათალიკოს-პატრიარქს გამოცემის სპეციალური პრიზი გადასცა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს განსაკუთრებული პრიზი, რომლითაც The New York Times-ი სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეს ყოველწლიურად აჯილდოებს, შემწყნარებლობის იდეალების პოპულარიზაციისათვის გადაეცა. 

დაჯილდოების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა.

"თქვენო უწმინდესობავ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ამ მნიშვნელოვან და ჰუმანურ საქმეს თქვენი ლოცვა-კურთხევა და მატერიალური მხარდაჭერა წაუმძღვარეთ. ის, რომ ჩვენ ვახორციელებთ ქველმოქმედებას და ამავე დროს, გავიღებთ ჩვენი საზოგადოების გაჭირვებული წევრების მიმართ, გვქმნის და გვაყალიბებს ჩვენ საზოგადოებად იმიტომ, რომ იმ განსხვავებულობის ფონზე, რომელიც ამშვენებს თითოეულ ინდივიდს, ან საზოგადოებრივ ჯგუფს, ან ამა თუ იმ შეხედულებას, გამაერთიანებელი ღირებულებების მნიშვნელობა არის ის, რაც ქმნის და ამთლიანებს ერს. ასეთი ღირებულების ირგვლივ შევიკრიბეთ ჩვენც", - თქვა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ტოლერანტობა, შემწყნარებლობა ქართული საზოგადოების მონაპოვარია და გასაფრთხილებელია.

"პოლიტიკა - სფერო, რომელსაც მე წარმოვადგენ, პოლიტიკური ცხოვრება და ის პოლიტიკური ტრადიცია, რომელიც არსებობს საქართველოში, შეიძლება ითქვას, კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, თუ სწორად გავაშუქებთ და წარმოვაჩენთ მსოფლიოს წინაშე. ჩვენი ტოლერანტობა, როგორც საზოგადოების, რომელიც თავის თავში ავითარებდა და იფარავდა ებრაულ თემს, უნარი ჩვენი მეფეებისა, ყოფილიყვნენ გამარჯვებულები ურთულეს რელიგიურ ბრძოლებში და, ამავე დროს, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მიმართ გამოეჩინათ შემწყნარებლობა, ის უნარები, რომლითაც ხასიათდება ჩვენი შუასაუკუნეობრივი კულტურა და ტრადიციები, რასაც ჩვენ ვაჟა-ფშაველა გვიზიარებდა, ჩვენი ღირებულებები, ასევე ქართული საზოგადოების მონაპოვარია. ეს ტოლერანტობა გასაფრთხილებელია ისევე, როგორც ქართული ენა და ქართული ფოლკლორი, როგორც ნაწილი ჩვენი კულტურული იდენტობისა", - თქვა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებაზე სიმბოლური პრიზით საქართველოს პირველი ლედიც დაჯილდოვდა. მაკა ჩიჩუას გამომცემლობისგან საყოველთაო სიმპათიის პრიზი გადაეცა.

გარდა ამისა, "სახე(ლ)ების" სიმბოლური პრიზით სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ქართული კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის კომპოზიტორი გია ყანჩელი, ენათმეცნიერი მზექალა შანიძე, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, ფერმწერი და სცენოგრაფი გოგი ალექსი-მესხიშვილი და მხატვარი დიმიტრი ერისთავი.

გიორგი მარგვლაშვილისაქართველოს პრეზიდენტიმაკა ჩიჩუასაქართველოს პირველი ლედისახე(ლ)ებიილია მეორეილია IIსაქართველოს კათალიკოს-პატრიარქიThe New York Timesგიორგი მარგველაშვილი

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 25 სექტემბერი, 2024 - 20:03მარგველაშვილი: ეს ის გაერთიანებაა, რასაც ელოდა ქართველი ამომრჩეველი და ჩემი ადგილი აქაა
  • შაბათი, 29 ოქტომბერი, 2022 - 15:00მარგველაშვილი ოპოზიციას: პარლამენტი უნდა იქნეს დატოვებული, ეს დაძაბავს სიტუაციას
  • სამშაბათი, 26 აპრილი, 2022 - 20:18იონათამიშვილი: ენმ-ს ძალიან გაუჭირდა, რომ ასეთი ვადაგასული პოლიტიკოსი უნდა თავმჯდომარედ
  • სამშაბათი, 26 აპრილი, 2022 - 15:48წულუკიანი მარგველაშვილზე: იგორა, იგორა და მიგორდა, სადაც მისი ადგილია
  • სამშაბათი, 26 აპრილი, 2022 - 14:49მარგველაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობაზე: 100%-ით ტყუილია, არც შემოთავაზება, არც განხილვა არ ყოფილა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 21:27

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ივანიშვილის მთავრობა ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდის შესაქმნელად ₾53 000 გამოყოფს
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 21:21

ივანიშვილის მთავრობა ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდის შესაქმნელად ₾53 000 გამოყოფს

EU-მ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 20:28

EU-მ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა (რ)
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 20:19

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა (რ)

Reuters: აშშ-მ და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 20:11

Reuters: აშშ-მ და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

ყველაზე კითხვადი

ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
1ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
2ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
3DW: აშშ-მ რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის ქართველები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა
4მდინარაძე: მკვლელობაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი
5შვედურმა ავიაგამანადგურებლებმა რუსულ Су-24-სა და Су-34-ს ბალტიის ზღვის თავზე გზა გადაუჭრეს

ბოლო ვიდეო

რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 17:57რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში