დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: ახალგაზრდობაში ელვის პრესლის მადარებდნენ

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ახალგაზრდობაში ელვის პრესლის ადარებდნენ

ამის შესახებ ტრამპმა პრესლის მშობლიურ ქალაქში, მისისიპის შტატის ქალაქ ტიუპელში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას თქვა. 

"ალბათ არ უნდა ვთქვა, რასაც ახლა ვიტყვი, რადგან ქედმაღლობაში ჩამითვლით, თუმცა ასეთი არ ვარ. თუ არ ჩავთვლით ჩემს ქერა თმას, მე ახალგაზრდობაში ელვისს მადარებდნენ. ვერ შეამჩნიეთ? არ გჯერათ, ხომ? ჩემი აზრით, ეს დიდი კომპლიმენტია", - თქვა ტრამპმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა 16 ნოემბერს საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის ელვის პრესლიც თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. 

კომენტარები