არჩევნები 2018

პრეზიდენტი: იმიტომ არ ვიყარე კენჭი, რომ კონსტიტუციით ძალიან შეზღუდული უფლებები მექნებოდა

მე არ მგონია, რომ რომელიმე სხვა საზოგადოებაში, პრეზიდენტი, რომელთანაც არის დაპირისპირებული როგორც ძლიერი ოპოზიცია, ასევე ძლიერი სახელისუფლებო პარტია, სადმე სხვაგან, სასახლეში შესვლას კი არა, ხუთ წელს გაივლიდა აი, ამ ფონზე.

იმიტომ არ ვიყარე კენჭი, რომ პირველი, კონსტიტუციურად ძალიან შეზღუდული უფლებებია და მე ხელახლა ამას ეფექტურად ვეღარ განვახორციელებდი, ეს ერთი.

და მეორე, ზუსტად ვიცოდი პოლიტიკური ლანდშაფტი და რა ვითარება იყო, მე ვიცოდი ეს პოლიტიკური რეალობა - უნდა ჩამდგარიყავი ან ერთ ან მეორე ბანაკში, ან უნდა ვყოფილიყავი ოცნებასთან ან უნდა ვყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან. და ამის გაკეთება ჩემი მხრიდან იქნებოდა პრინციპულად არასწორი ორი მიზეზით - არანაირად ჩემს პოზიციას არ გამოხატავს არც ერთი ჯგუფი, არც მეორე. არც პოლიტიკური გემოვნებით, არც სტილით, არაფრით, და მეორე, კიდევ ერთხელ ჩემო თანამოქალაქეებო, არც თქვენს პოზიციას არ გამოხატავენ ისინი და აქედან გამომდინარე, ჩემი ან ერთ ჯგუფთან ან მეორე ჯგუფთან დადგომა, არ იქნებოდა თქვენი სამსახური

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ არხთან ინტერვიუში, კითხვაზე, რატომ არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

კომენტარები