არჩევნები 2018

რ2: რუსთავში ოპოზიციის წევრის სახლის აივანზე მოლოტივის კოქტეილი შეაგდეს

Getty Images

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რუსთავში, გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, რომელიც იმავდროულად ერთერთი საარჩევნო უბნის ხელმძღვანელია, სახლის აივანზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით არავინ დაშავებულა.

გაერთიანებული ოპოზიცია მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნის. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. 

შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები