ვაკეში, მრგვალ ბაღში ადგილობრივების ნაწილი კვლავ წინა ხელისუფლების რეჟიმს აპროტესტებს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი ძალადობრივი რეჟიმის შესაძლო დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან.
ინტერპრესნიუსის ცნობით მრგვალ ბაღში გაკრულია ბანერები, რომლებზეც 2004-2018 წლებში ციხეებში გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა წლების მიხედვითაა ასახული.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 2004-2011 წლებში ციხეში საქართველოს 330 000 მოქალაქე მოხვდა, დაკავებისას კი 52 ადამიანი მოკლეს.





