დემი ლოვატომ ბავშვობის მეგობრებს სელენა გომესსა და ნიკ ჯონასს ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმა.
მიუხედავად ამისა სელენა გომესი და ნიკ ჯონასი კვლავ დემი ლოვატოს გამომწერები არიან.
წყაროს ცნობით, რომელიც The outlet-ს ესაუბრა დემი ლოვატოს საკუთარ თავზე ფოკუსირება სჭირდება.
"დემიმ ძალინ გრძელი გზა გაიარა. ის აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი მარტივად არ მოგვარდება. ის კვლავ ფხიზელია და მას სჭირდება მხარდამჭერების ჯგუფი", - თქვა წყარომ.
სავარაუდოდ, დემი ლოვატოს გადაწყვეტილება გამოწერების გაუქმებასთან დაკავშირებით, სელენა გომესისა და ნიკ ჯონასის მიერ დემი ლოვატოს შესახებ გაკეთებულმა კომენტარებმა გამოიწვია.
"ნამდვილი მეგობრები არასდროს საუბრობენ შენზე, როდესაც ზედოზირება მოგდის". - დაწერა დემი ლოვატომ.
2018 წლის 25 ივლისს დემი ლოვატო ჰეროინის ზედოზირებისგან დაავადმყოფოში მოხვდა.