გერმანიაში, ქალაქ ჰემერში, 18 წლის ახალგაზრდამ მართვის მოწმობა აღებიდან 49 წუთში დაკარგა. წარმატებული გამოცდიდან სახლში დაბრუნებისას თინეიჯერმა სიჩქარის ლიმიტს თითქმის ორჯერ გადააჭარბა.
"ზოგიერთი რამ სამუდამოა, ზოგი კი ერთ საათსაც ვერ გასტანს," - აღნიშნა გერმანულმა პოლიციამ განცხადებაში.
ახალგაზრდას მანქანაში 4 მეგობარი ეჯდა და პოლიცია ვარაუდობს, რომ სისწრაფით მათ მოხიბვლას ცდილობდა.
მძღოლს მართვის მოწმობა მინიმუმ ოთხი კვირით ჩამოერთვა, ჯარიმა დაეკისრა და ძვირადღირებული წვრთვნის გავლაც თავიდან მოუწევს. მას აღდგენის შემდეგ ქულებიც ჩამოაკლდება.