ინდოეთი

ინდოეთში, აბორიგენი ტომის წევრებმა ამერიკელი ტურისტი მშვილდ-ისრით მოკლეს

ინდოეთში, აბორიგენი ტომის წარმომადგენლებმა, 27 წლის ამერიკელი ტურისტი მშვილდ-ისრით მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს. 

მეთევზეებმა, რომლებმაც ჯონ ალენი ჩაო სენტიელის კუნძულზე მიიყვანეს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად არის ცნობილი, თქვეს, რომ ტურისტს ადგილობრივი ტომისთვის ქრისტიანობის ქადაგება სურდა. 

მეთევზეები ამბობენ, რომ იზოლირებულ კუნძულზე ტურისტის გამოჩენისთანავე ტომის წევრებმა მას ისრები დაუშინეს. ჯონ ალენის ცხედარი მეორე დღეს გამოირიყა ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. 

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ტურისტი კუნძულზე 4 ან 5-ჯერ იმყოფებოდა მეთევზეების დახმარებით. მეთევზეებს, რომლებმაც ჩაო კუნძულზე მიიყვანეს, პატიმრობა ემუქრებათ, რადგან კუნძულის ტერიტორიაზე ყოფნა აკრძალულია. 

სენტიელის კუნძულზე დაახლოებით 150 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც სრულიად იზოლირებულნი არიან სამყაროსგან. მათი განვითარების დონე ძალიან დაბალია და მათთან ყოველგვარი კონტაქტი უკანონოდ ითვლება. 2017 წელს ინდოეთის მთავრობამ, კუნძულზე ფოტო და ვიდეო გადაღებაც აკრძალა. კანონის დარღვევა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.  

კომენტარები