დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ვერ მოხდება გამარჯვება და არ მოხდება. წარმოდგენა თუ გინდათ, აქაც ზედმეტად დრამატულად არ ჩანს სიტუაცია. რა თქმა უნდა, კარგი არაფერი არ იქნება... არ გავურბივარ კითხვას, თუმცა, შტაბში მითხრეს, არ გაბედო, მაგაზე არ ისაუბროვო, მაგრამ მე არ გავურბივარ მაგ კითხვას. წარმოვიდგინოთ, ჰიპოთეტურად რომ ასეთი რამ მოხდეს [გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება], დავხატოთ მოდელი, რა იქნება - ქართული ოცნების, როგორც პარტიის ჩამოყალიბება-გამაგრება დაჩქარდება, რასაც მე ვაპირებ. ხელისუფლება მოახერხებს, რომ ეს ძალა, ეს არ არის პარტია, ვინც შეიძლება მოვიდეს და ეს ხალხი გამოუშვას გარეთ, შემოვიდნენ და ფანჯრებთან დაგვიდგნენ ისევ, გვაქვს რესურსი, რომ კონსტრუქციულ ჩარჩოებში დავტოვოთ, კანონს იქით არ გავუშვებთ, ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ რაღაცას მოახერხებენ და ამოატრიალებენ
tbl.ge/3a30
დაკოპირდა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმედი Live-ში, კითხვაზე, რა მოხდება თუ მეორე ტურში გროგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს.
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს




