კარგად ვაცნობიერებთ, რომ ესეთი ეკონომიკა გვაქვს, როგორიც გვაქვს, ჩვენ ღარიბი ეკონომიკა გვაქვს, ღარიბ ქვეყნებში გავდივართ და ამ დროს, ხელისუფლებას მართებს განსაკუთრებული მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას ამ გაჭირვების ფონზე, მაქსიმალური გრძნობადობა ჰქონდეს იმის, რომ ეს არის მისი ხელისუფლება, რომ ეს მის განცდებშია და მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ყოფა შეუმსუბუქოს.
აქ, რა თქმა უნდა, იყო პრობლემები, მე დავინახე, დავინახე და შეიძლება ცოტაც დავაგვიანე, თუ არ დავაგვიანე, მაგრამ თუ რეაქციას ვნახავთ ხალხის, არის აშკარად განაწყენებული, აშკარად ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის, გაჩნდა ბზარი საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის, ამას მრავალგვარი მიზეზი აქვს - გუნდი, რომელიც ხელისუფლების ყველა რგოლს და შტოს ფლობს, როგორც წესი თვითდაჯერებულობა ემატება, ზედმეტი თვითდაჯერებულობა - ერთერთი მიზეზი იყო იმისა, როგორც ვითარდებოდა და როგორც ხდებოდა ურთიერთობა საზოგადოებასთან





