არჩევნები 2018

ივანიშვილი: ხალხს და ხელისუფლებას შორის პრობლემები დავინახე, შეიძლება ცოტაც დავაგვიანე

ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც უხვად გვაქვს ჩვენ და უხვად აქვს ჩვენს ქვეყანას, გუნდი გაერთიანდეს, მხარი მხარს შეუდგან და ამ შემთხვევაშიც კი რთულია პრობლემების დაძლევა, დაეხმარნონ ერთმანეთს და მაქსიმალურად შეუმსუბუქონ ხალხს ის გაჭირვება, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენ ამას არ ვმალავდით, დღესაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ესეთი ეკონომიკა გვაქვს, როგორიც გვაქვს, ჩვენ ღარიბი ეკონომიკა გვაქვს, ღარიბ ქვეყნებში გავდივართ და ამ დროს, ხელისუფლებას მართებს განსაკუთრებული მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას ამ გაჭირვების ფონზე, მაქსიმალური გრძნობადობა ჰქონდეს იმის, რომ ეს არის მისი ხელისუფლება, რომ ეს მის განცდებშია და მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ყოფა შეუმსუბუქოს.

აქ, რა თქმა უნდა, იყო პრობლემები, მე დავინახე, დავინახე და შეიძლება ცოტაც დავაგვიანე, თუ არ დავაგვიანე, მაგრამ თუ რეაქციას ვნახავთ ხალხის, არის აშკარად განაწყენებული, აშკარად ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის, გაჩნდა ბზარი საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის, ამას მრავალგვარი მიზეზი აქვს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმედის ეთერში.

კომენტარები