არჩევნები 2018

სააკაშვილი: გახსოვთ, როგორ მოვატანინე ჯოხთაბერიძეს ფული? ივანიშვილსაც მოვატანინებ

ივანიშვილი ხომ გპირდებათ, რომ მილიარდნახევარ ლარს მოვიტანო, თქვენ ხომ იცით, რომ გატყუებთ, აი, მე კიდევ გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი თქვენ მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს. ისე მოვატანინებ, როგორც დაგიბარებიათ. რა, რა და ნამდვილად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, ჩვენი გამარჯვების, გია ვაშაძის გამარჯვების პირობებში, რომ ეს ფული შეიტყაპუნოს. ეს არის ის ფული, რომელიც მან მოგპარათ ბოლო სამ წელიწადში...

...მე გაძლევთ გარანტიას, რომ ივანიშვილი ნამდვილად მოიტანს მილიარდნახევარ ლარს, ოღონდ ისე კი არა, ეხლა რომ მოგიტანთ, ლურჯი მელა რომ გპირდებათ. მოგიტანთ და 15 დეკემბრამდეც მოგიტანთ, როგორც კი არჩევნები ჩატარდება, მე გაძლევთ გარანტიას, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში, ეს კაცი მოიტანს, მართლა ჩაგახუტებთ ამ ფულს... არასდროს მომიტყუებიხართ და მე ამას გავაკეთებ. გახსოვთ, როგორ მოვატანინე ჯოხთაბერიძეს, გახსოვთ, როგორ მოვატანინე აკაკი ჩხაიძეს, გახსოვთ, როგორ მოვატანინე გზების უფროსი რომ იყო იუზა თუ რა გვარი იყო…. გახსოვთ როგორ მოვატანინეთ ყოფილი კავშირგაბმულობის…

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები